შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ქიმიის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (ICHO 2024), რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია დოკაძე.
ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია თინათინ ბუთხუზი, თანალიდერი - ვახტანგ კურცხალია, ასისტენტი-სოფიკო ფაცაცია, დამხმარე პედაგოგი - ლაშა ხუციშვილი.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.