საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთში გამართულ ქიმიის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO 2026) წარმატებით იასპარეზა.
ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ გია კვაშილავამ, საპატიო სიგელი გადაეცა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა- მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით სვანიძეს.
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.გუნდის ლიდერია ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანალიდერი – ვახტანგ კურცხალია, ხოლო ასისტენტები არიან თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია
.საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.