შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ქიმიის (IChO 2022) 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს დისტანციურად გაიმართა ჩინეთში. ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი  1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და 1 დიპლომით დაჯილდოვდა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქეთევან პერანიძე - სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო  სკოლის მოსწავლე;

ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ - არჩილ ბენაშვილი - სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და ლიზი დარჩია - სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე; დიპლომი  გადაეცა ნიკოლას ჯორჯ მეტრეველს - სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე.

ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანალიდერი - ვახტანგ კურცხალია და  ასისტენტი- თინათინ ბუთხუზი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.