შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი გახდა.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამავე სკოლის მოსწავლეებმა – ირაკლი შეროზიამ და თევდორე ონაშვილმა დაიმსახურეს.

 ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მირზა შანიძესა და ალექსანდრე კაციას, საპატიო სიგელები გადაეცათ.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 ეროვნული ნაკრების ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – გივი ნადიბაიძე, ხოლო ასისტენტი – ლაშა ფერაძე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.