შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება

10 დეკემბერს,  ორბელიანების სასახლეში  საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.
საქართველოს  პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართა  საკოორდინაციო ცენტრის შექმნის  მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ხარისხიანი ინტერდისციპლინური კვლევების  განსახორციელებლად კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუციათა შორის კოორდინაციის საჭიროებაზე.

 საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების საკითხზე  საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას სიტყვით  მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი ზვიად გაბისონიამ ისაუბრა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ  ქართველოლოგიური მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებსა და პროგრამებზე, კავკასიოლოგიის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე:   ”ვაცხადებთ რა, რომ საქართველო  წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანას, რომელსაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა ცივილიზაციების უმთავრეს კერებთან, იმპერიებთან, უცხო რელიგიებთან და კულტურებთან; გაიარა კაცობრიობის ისტორიაში კულტურის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი: ქართული ენა არის კავკასიურ ენათა ოჯახში უძველესი დოკუმენტირებული სალიტერატურო ენა, რომელიც წარმოდგენილია ანბანის სამი სახეობით და ათას ხუთასწლოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის მატარებელია; საქართველო არის ერების, კულტურებისა და რელიგიების მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანა, ამ გამოცდილებას კი, როგორც ქართული ცივილიზაციის საფუძველს, ქართული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, ქართული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად; კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად; საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“.

შეკრების დასასრულს ხელი მოაწერეს აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მიმართვაზე, სადაც აღნიშნულია რომ  ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“