შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ კონფერენცია ოქსფორდში

2019 წლის 12 თებერვალს ქ. ოქსფორდში, ვესტონის გალერეაში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უორდროპების ფონდის მხარდაჭერით და იუნესკოს ეგიდით  ჩატარდა მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა გაერთანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მარჯორი უორდროპის განსაკუთრებულ წვლილზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზირებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ბატონი ზვიად გაბისონია.

ამავე დღეს ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ენტონის კოლეჯში ჩატარდა „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უორდროპის არქივების კვლევით დაკავებული, აგრეთვე ჰუმანიტარულ და სოციალური მიმართულებებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერები. მათ მადლობა გადაუხადეს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ფონდის გენერალურ დირექტორს ზვიად გაბისონიას იმ განსაკუთრებული შესაძლებებისათვის, რომელსაც ფონდი პროგრამის ფარგლებში აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარებული კვლევების სახით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ენტონის კოლეჯის გლობალური და ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური სკოლის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების პროფესორები: კრისტოფერ გერი, დენ ჰეილი, ედმუნდ ჰერციგი, პოლ ჩასტი, ემა სმიტი, მარკ ბერნეტი, ჯონათან უითლი, ნილ მაკფარლეინი, როი ალისონი და ბოდლეინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი.