შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა   საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა და  მასთან   მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა  თეიმურაზ დოჭვირმა  იაპონიის ელჩს გააცნო ფონდის საქმიანობა და აღნიშნა იაპონელი და ქართველი მკვლევრების სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობა  და  აუცილებლობა,  რაზედაც მხარეებმა აქცენტი გააკეთეს ორი  ქვეყანის ურთიერთობის განვითარების საკითხში  სამეცნიერო  თანამშრომლობის გაღრმავების როლსა და სამეცნიერო წრეების დაახლოებაზე.

საუბარი შეეხო ასევე  სამომავლო თანაშრომლობის პერსპეტივებს, რაც საქართველოსა და  იაპონიის სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით ცენტრებს  შორის ერთობლივი საგრანტო პროგრამების შემუშავებას   გულისხმობს.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა ფონდის საქმიანობა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.