სემინარი "მწვანე გარიგების პერსპექტივები და მდგრადი განვითარება"
24 სექტემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მხარდაჭერით, ჩაატარა სემინარი თემაზე "მწვანე გარიგების პერსპექტივები და მდგრადი განვითარება". ღონისძიება გაიმართა „ევროპელ მკვლევართა ღამე 2021-ის“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სემინარში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები ავსტრიიდან და ბულგარეთიდან, ქართველი მეცნიერები, ფონდის და Twinning-ის ექსპერტები. ღონისძიებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის მწვანე პოლიტიკა და მეცნიერებასთან ურთიერთობა, კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში, ნარჩენების მართვა - ნარჩენების გადამუშავება. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციები წარადგინეს: იოჰანეს მეიერმა - ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, რუმიანა ჰაჯიევა-ზაჰარიევამ - ბულგარეთის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის და გეოდეზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მარია კრასტევამ -ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო. სემინარის მონაწილეებს მიესალმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგარეო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა.