შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სეზონური სკოლის „გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები" გახსნა

მიმდინარე წლის  11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) გაიხსნა სეზონური სკოლა „გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები “.  სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ სკოლის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე, რექტორის მოადგილე პროფესორი იოსებ სალუქვაძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დოქტორი თეიმურაზ მურღულია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი თინათინ ბოჭორშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ქალბატონი თამარ ბაგრატია, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ხომერიკი, სან-დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი პროფესორი კენეტ ვოლში და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანდრეას ვანერი (სკოლის თანახელმძღვანელი). სკოლის მსმენელებად დარეგისტრირებულია 60-ზე მეტი მონაწილე თსუ-დან, სოხუმის უნივერსიტეტიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტიდან, გარემოს დაცვის სააგენტოდან და სხვა.  სკოლის მუშაობა გაგრძელდება მიმდინარე კვირაში და ლექციებს წაიკითხავენ იულიხის კვლევითი ცენტრის, კიოლნის (გერმანია), სანდიეგოს (აშშ) და თსუ-ს პროფესორები. სკოლის მუშაობის ბოლო დღეს თსუ-ს ორი სტუდენტი შეირჩევა  მათ მიერ სკოლის მსვლელობის პროცესში შეძენილი ცოდნის საფუძველზე წარმოდგენილი მოხსენებების მიხედვით იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებისთვის.