შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში გამარჯვებულებთან

25 სექტემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია ახლახანს ბულგარეთში გამართულ ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსის - European Union Contest for Young Scientists 2019 წარმატებულ მონაწილეებს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ნია გოგოხიასა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა გოგიჩაიშვილს შეხვდა, რომლებმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი წარმატებულ ახალგაზრდებს ესაუბრა მეცნიერების სიახლეებზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ფონდის კონკურსებსა და პროგრამებზე, მათ შორის საერთაშორისო პროექტებზე, გააცნო ინფორმაცია EURAXESS-ში, სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებში გაერთიანების შესახებ, რომელიც ფართო შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს მეცნიერებს, უპირველესად, ახალგაზრდა მეცნიერებს.
საერთაშორისო კონკურსზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომი „ახალი პოლიმერები სამედიცინო დანიშნულებისთვის“. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები არაერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულები, წარმატებული მონაწილეები არიან, მათ შორის 2018 წლის რუსთაველის ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტები.