შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და მოადგილე ჯაბა სამუშია რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ - მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. 
ზვიად გაბისონიამ ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებზე, ძირითად მიმართულებებზე, მის პროგრამებსა და კონკურსებზე ისაუბრა, სამომავლო პროექტებსა და სიახლეებზე, ყურადღება გაამახვილა მეცნიერების სფეროს განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე, მეცნიერების მენეჯმენტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლების და ახალი სამეცნიერო ლაბორატორიების გახსნის საკითხები. ისაუბრეს აჭარის რეგიონალური სამეცნიერო პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმით დასრულდა.