შეხვედრა ბულგარეთის ანტარქტიდის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბულგარეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის - Bulgarian Antarctic Institute წარმომადგენლებს შეხვდა. ქ-ნ მანანა მიქაბერიძემ მათ ფონდის საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მეცნიერებს (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მეცნიერებს) ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავება და ფონდში საკონკურსოდ წარდგენა შეუძლიათ - საერთაშორისო მკვლევართათვის ღიაა როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების, ასევე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების დაფინანსების სქემები.
Bulgarian Antarctic Institute-ის წარმომადგენლებმა საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სხვადასხვა კვლევით უნივერსიტეტების და ცენტრების წარმომადგენლებთან. ინფორმაცია Bulgarian Antarctic Institute-ის საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.