შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებთან

23 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, კომპანია Clarivate Analytics-ის წარმომადგენელმა, ვალენტინ ბოგოროვმა, ჩაატარა სემინარი Clarivate Analytics-ის სამეცნიერო ბაზის - Web of Science-ის გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახალი ინსტრუმენტი - InCites, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სტანდარტში მოაქციოს სტრატეგიული კვლევითი ხედვა წინასწარ გამოთვლილი ბიბლიომეტრული ანგარიშების გამოყენებით.

20-22 მარტს Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებმა Web of Science-ის გაცნობითი სემინარები, აგრეთვე,  ჩაატარეს კონსორციუმის წევრ 10 ინსტიტუციაში, კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

იხილეთ სემინარებზე გამოყენებული პრეზენტაცია.