შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ესტონეთის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის წარმომადგენლებთან.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის (EITK) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ EITK -ის  გენერალური დირექტორი მარიუს კუნინგასი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი არდო ურმეტი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია. 

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხები და განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი  საპროექტო წინადადების განვითარებას.