შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ფოლკსვაგენის ფონდის წარმომადგენლებთან

25 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივ სტრუქტურიზებული სადოქტორო პროგრამის თაობაზე გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე გიოტინგენისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის, ასევე ფოლკსვაგენის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გერმანელ პარტნიორებს აქტიური მუშაობისთვის, ხაზი გაუსვა პროგრამის არსებობის მნიშვენლობაზე ახალგაზრდა მეცნიერების კარიერული განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლოდ სამეცნიერო კველევების განვითარებისთვის. შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, მხარეებმა განიხილეს პროგრამის გამართულად მუშაობის საკითხი და დასახეს ამ მხრივ სამომავლო მხარდამჭერი ღონისძიებები.

აღნიშნული პროგრამა ფინანსდება რუსთაველის ფონდის და ფოლკსვაგენის ფონდის თანადაფინასებით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.