შეხვედრა გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებთან
28 ივნისს შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა და განიხილეს კოლაბორაციის გაფართოების საკითხები. ELSEVIER - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია ,,ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ. 2014 წლის მაისის თვიდან ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ორგანიზაციას.
გამომცემლობა ELSEVIER-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მეცნიერების ანალიტიკის მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმი წარუდგინა.