შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა კატარის ეროვნული კვლევების ფონდსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ და გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილმა შეხვედრა გამართეს კატარის ეროვნული კვლევების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ აბდულ სატარ ალ ტაისთან და ფონდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ ისაუბრა რუსთაველის ფონდის ძირითადი საქმიანობაზე, ასევე ბილატერალური თანამშრომლობის, პროგრამებისა  და ფონდის საერთაშორისო აქტივობების მიმართულებით.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებისა და განხორციელების საკითხს. ჯაბა სამუშიამ ისაუბრა საქართველოსა და კატარის სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გამოთქვა სურვილი ფონდებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე. კატარის მხარე მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და ამ მიმართულებით მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური კომუნიკაციის თაობზე.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა კატარში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი. ელჩი მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და გამოთქვა მზაობა სამომავლო მხარდაჭერის კუთხით.