შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ პრიზიორებთან

24 თებერვალს, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“   პრიზიორებთან.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ წარმატებები უსურვა მომავალ მეცნიერებს,  აღნიშნა, რომ მოსწავლე  გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი “  ფონდის ტრადიციული   პოპულარული  კონკურსია, მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ფონდის კონკურსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ  ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი მაკა ქაჯაია, კონკურსის პირველი და მეორე ადგილების მფლობელები.

პირველი ადგილის მფლობელებს:  წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის,  ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მე-10 კლასის  მოსწავლეებს საბა ხაბურზანიას, ანი ესართიას და დავით რუსიას  სპონსორი კომპანიის „ნოველვიზიოს" დამფუძნებლებმა ნატა სულაქველიძემ და ანრი ყუფარაძემ გადასცეს Amazon Fire HD 8 ტაბლეტი. „ნოველვიზიო“ ამერიკული კომპანია MaigicWorks Inc-ის  შვილობილი კომპანია საქართველოში, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი  ინოვაციური იდეების რეალობად ქცევაა. აღსანიშნავია, რომ ნოველვიზიოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ინოვაციური პროდუქტების გაყიდვა, მათ შორისაა  „ვიდე“ - მოწყობილობა, რომელიც უსინათლო პირებს გადაადგილებაში ეხმარება.  „ვიდე“  მოწყობილობის პირველადი პროტოტიპი წლების წინ „ლეონარდო და ვინჩის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახლდათ.

კონკურსის პრიზიორებმა ისაუბრეს მათ პროექტებსა  და სამომავლო გეგმებზე.