შეხვედრა პროექტ TWINNING - ის წარმომადგენლებთან
23 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამართა შეხვედრა პროექტის ლიდერთან ვოლფგანგ პოლტთან და პირველი კომპონენტის ლიდერთან, კრისტიან ჰარტმანთან. მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობის საკითხები და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე გამოთქვეს გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების სურვილი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით.