შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში

26 თებერვალს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია,  გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე    შოთა რუსთაველის   სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოს წევრებს, მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდნენ.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა,  ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის მონაწილე პროექტების შეფასება  ფონდის არსებობის  განმავლობაში პირველად ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council –ERC) სტანდარტის შესაბამისად განხორციელდა,  პროექტები   2 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შემდგომ განხილულ იქნა დარგობრივ სამეცნიერო პანელებზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო  26 ქვეყნის 113 ინსტიტუციის წარმომადგენლებით,  ESF -ის  მაღალი დონის ექსპერტებით.   ამასთან,  რუსთაველის ფონდი ვალდებულია  OECD-ის კლასიფიკატორით განსაზღვრული შვიდივე  სამეცნიერო მიმართულება, კომპონენტი თანაბარი მეთოდოლოგიით დააფინანსოს. რაც შეეხება ქართველოლოგიური სფეროს სამეცნიერი კვლევების შეფასების საკითხს, ფონდის ხელმძღვანელობამ მიმართა საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს, ამ მიმართულების კვლევით ინსტიტუტებს, რომ საყოველთაო კონსენსუსის გზით  შეიქმნას ერთიანი პანელი, რომელიც ამ  სფეროს ავტორიტეტული, კვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტდება  და   ყველა ინსტიტუციის  მანდატით იქნება აღჭურვილი.   ასევე  საუბარი შეეხო  ქართველოლოგიური მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, მიზნობრივი,  პრობლემაზე ორიენტირებული კონკურსების  გამოცხადების აქტუალურ  საკითხს.

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო  გაჩეჩილაძემ ისაუბრა რუსთაველის ფონდის ბიუჯეტის განაწილების   არსებულ სქემაზე, სამეცნიერო პრიორიტეტებზე, მიზნობრივი სამეცნიერო გრანტების   კონკურსების  ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.

დასასრულს რუსთაველის ფონდის წარმომადგენლებმა უპასუხეს მეცნიერების  შეკითხვებს; შეხვედრამ საქმიან და  მეგობრულ  ვითარებაში  ჩაიარა.