შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების პრიზიორებთან

2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს.

მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებთან შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გამართა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით და მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს, მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებასთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და შემდგომში მათი ასპარეზობის ორგანიზება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.