შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში

21 მარტს, „საქართველოს უნივერსიტეტის" IV კორპუსში, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა  „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ წევრი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და ასევე სამეცნიერო სფეროსა თუ კვლევებში ჩართულ პირებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტები, ასევე უნივერსიტეტის რექტორი - კონსტანტინე თოფურია
  • ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი -ზაზა მარუაშვილი
  • სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი - ვაჟა ვარდიძე
  • ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი- ლელა ქელბაქიანი
  • უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ანრის რექტორი - რუსლან დიასამიძე

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელს განსახორციელებელ გეგმებზე.