შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშესთან

 

1ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერელურმა დირექტორმა   ჯაბა სამუშიამ  სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს ახლად დანიშნულ კულტურის ატაშესთან,  კრისტოფერ ანდერსონთან.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამეცნიერო მიმართულებით არსებული თანამშრომლობა  და  ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე  განიხილეს  სამეცნიერო თანამშრომლობის რამდენიმე ასპექტი, მემორანდუმების გაფორმება და  ერთობლივი საგრანტო პროგრამების, კონკურსების  განხორციელება.

თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.