შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში

21 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ - მასწავლებლებს, მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფუნიამ გახსნა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა მეცნიერების რეფორმის ძირითად ასპექტებზე, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებზე, მათ შორის, გამოყენებითი კვლევების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კვლევების კომერციალიზაციაზე, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა რუსთაველის ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებზე, ძირითად მიმართულებებზე, მის ახალ პროგრამებსა და კონკურსებზე, სამომავლო პროექტებზე, მეცნიერების მენეჯმენტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლების და ახალი სამეცნიერო ლაბორატორიების გახსნის საკითხები. ისაუბრეს რეგიონალური სამეცნიერო პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმით დასრულდა. უნივერსიტეტში ვიზიტის შემდგომ, ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, შეხვდა ქ. ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელიას და გააცნო სექტემბერში გასამართი ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის 26 სექტემბერს დაგეგმილი ზუგდიდის სამეცნიერო პიკნიკის მზადების თემატიკა. ზუგდიდის მერმა სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აღუთქვა ზვიად გაბისონიას ზუგდისის სამეცნიერო პიკნიკის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ.