შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

დღეს, 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა შეხვედრა ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის.

გრძელდება ინტენსიური მუშაობა და მოლაპარაკება გამოყენებითი კვლევების კონკურსის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ფონდის ადმინისტრირებით იგეგმება გამოყენებითი კვლევების კონკურსის ახალი სქემის შემუშავება და ფართომაშტაბიან პროექტში ფონდის ჩართვა.

მხარეებმა განიხილეს დაფინანსების გაზრდილი სქემის განხორციელების ეტაპები და განახლებული კონცეფცია, ისაუბრეს პროექტის დეტალებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.