შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

2019 წლის 19 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, ესტუმრნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები და აკადემიის წარმომადგენლები .

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელს განსახორციელებელ გეგმებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფონდსა და აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.