შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან

25 ივლისს, უწმინდესსა და უნეტარეს , სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია შეხვდნენ.

ფონდის წარმომადგენლებმა პატრიარქთან ისაუბრეს რუსთაველის ფონდის მნიშვნელობასა და მიზნებზე,  იმის შესახებ, რომ ქართველოლოგიური კვლევები ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულების პროგრამული დაფინანსება იზრდება. განსაზღვრულია ოთხი უმთავრესი პრიორიტეტი: კავკასიოლოგიური მიმართულების კვლევები, ოკუპირებული ტერიოტორიების შემსწავლელი კვლევების ხელშეწყობა, საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო გრანტები.

პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატურ საკითხებზე .

შეხვედრის ბოლოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა სტუმრები და  წარმატებული მოღვაწეობა უსურვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს თავის ეროვნულ საქმიანობაში.