შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში - ქართველოლოგიური მიმართულების, შემოქმედებითი კვლევების- Artistic Research განვითარება

   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა.  სტუმარს მიესალმა კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე.  

 ზვიად გაბისონიამ  და ნანა შარიქაძემ  ისაუბრეს საქართველოს მეცნიერების განვითარების აქტუალურ საკითხებზე,  ერთიანი ქართველოგიური ცენტრის შექმნის მნიშვნელობასა და  პროექტის ფართო  სამომავლო პერსპექტივებზე,  ქართველოლოგიური  მიმართულებით მიზნობრივ საგრანტო კონკურსებზე, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული მუსიკალური ხელოვნების,  ქვეყნის სავიზიტო ბარათის -  ეროვნული ფოლკლორის გადარჩენა -განვითარებას, მის  გაციფრებას  და  უფრო აქტიურად გატანას  საერთაშორისო ასპარეზზე, შემოქმედებითი კვლევების  (Artistic Research)  მაღალ ევროპულ სტანდარტებზე განხორციელებას.     

ფონდის გენერალურმა დირექტორმა   ყურადღება გაამახვილა  რუსთაველი სამეცნიერო ფონდის  პრიორიტეტებზე,   დაგეგმილ სიახლეებზე, მათ შორის სამეცნიერო კვლევების შეფასების, გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის თვალსაზრისით,  მეცნიერების პოპულარიზაციის  კონკურსზე,  გააქტიურებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე,  საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობაზე - ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებზე საქართველოს მეცნიერებისთვის მისი განვითარებისა და მაღალევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად. დასასრულს,  ფონდის გენერალურმა დირექტორმა აუდიტორიის მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის ფარგლებში დაისახა რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიას შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.