შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის „ქვემო ქართლის ეკოსისტემების მძიმე ლითონებით დაბინძურების ინტეგრირებული კვლევა” ფარგლებში

 

16  დეკემბერს გაიმართა    შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საგრანტო პროექტის ‘’ქვემო ქართლის ეკოსისტემების მძიმე ლითონებით დაბინძურების  ინტეგრირებული კვლევა და  გავლენა სასურსათო პროდუქტების უვნებლობაზე’’ საბოლოო ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი - გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  ელინა ბაქრაძე.

 პროექტში კომპლექ­სურად არის შესწავლილი ბუნებრივი წყლების შემადგენლობა ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით. მასში გამახვილებულია ყურადღება გარემოს დაბინძურებაზე იმ მძიმე ლითონებით,  რომელიც პრიორიტეტულია ამ რეგი­ონისათვის.

 პროექტის შედეგები მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქ­ა­რ­თველო მცირემიწიანი ქვეყანაა და თითოეული ჰექ­ტარი სასოფლო-სამე­ურ­ნეო სავარგულის დაბინძურებისაგან დაცვა მეტად აქტუალური და საჭიროა. ამ პროექტის განხორ­ციე­ლე­ბით რეგიონის თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოებს და ფერმერებს საშუალება ეძლევათ,  ეკოსისტემების დაბინძუ­რების შემთხვევაში,  გაატა­რონ ქმედითი ღონისძიებები მათი ლიკვიდაციისათვის, ამიტომ მიღებული შედეგები არის მეტად საჭირო და გამოყენებადი. ამით მათ მიეცემათ საშ­უა­ლება აწარმოონ სუფთა პრო­დუქტი, რაც მეტად მნი­შვნე­ლო­ვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.  პროექტის შედეგს აქვს როგორც სამეცნიერო ღირებულება,  ისე პრაქტიკული გამოყენება. ის კონკურენტუნარიანია, რადგან ანალოგიური შედეგები არ არის მიღებ­უ­ლი.  პროექტის ინოვაციური შედეგია ეკოსისტემებში და სასურსათო პროდუქტებში  მძიმე ლითონების შემცველობის მონაცემთა განახლებული ბაზა, აგრეთვე ბოლო 5 წლის სტატისტიკური მასალები. პროექტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინ­ტერესებული პოტენციური მომხმარებლისათვის; კვლევაში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა შემარბილებელი ღონისძიებები  და რეკომენდაციები  რეგიონის თვითმმართველობის ორგანოებისა და ფერმერებისათვის.