შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის შეთანხმებას ხელი მოწერა
2017 წელი ეძღვნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა რამდენიმე სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი. მათ შორის, 2017 წლის 5 ივნისს ხელი მოეწერა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის შეთანხმებას, რომელიც შეეხება საზაფხულო სკოლისა და შემოდგომის ლექციების კურსის თანადაფინანსებას. კურსი განკუთვნილია კონსორციუმის წევრი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრუნი) სტუდენტებისთვის, რომლებიც შემოდგომის ლექციების კურსის ფარგლებში გაემგზავრებიან იულიხის ცენტრში ორკვირიანი ლექციების კურსზე დასასწრებად, ხოლო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერები საქართველოში ჩაატარებენ ლექციებს.
2017 წელს ჩატარდება შემოდგომის ლექციების კურსი იულიხში, ხოლო 2018 წელს - საზაფხულო სკოლა საქართველოში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იულიხის კვლევითი ცენტრი თანაბრად დააფინანსებენ თითოეულ ღონისძიებას 15 000 -15 000 ევროს ფარგლებში.
შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ იულიხის ცენტრის წარმომადგენლები გერმანიიდან, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სამეცნიერო საზოგადოება.
შეთანხმება წარმოადგეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის 2016 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილს.