შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის შესახებ

გაცნობებთ, რომ დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თემებზე, ევროპაში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს. ეს კვლევები განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.  დღეიდან, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ამ მასალების გაცნობა და  გამოწერა უფასოდ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით შეუძლიათ. მონაცემთა ბაზაში სასურველი ტექსტის ამორჩევის შემდეგ, მიმართავთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, შეავსებთ ტექსტის საავტორო უფლებების დაცვის შესახებ განაცხადს და გამოწერილ მასალას რამდენიმე დღეში მიიღებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.