შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:

ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში;

ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით;

გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) - 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში;

ბ) დოქტორანტების - 3 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების - 6 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 637,5 ევროს ექვივალენტი ლარში.

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

მინისტრის ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება;

კონკურსის პირობები (დანართი 1);

პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული). პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16). ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2).

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 19 აპრილი;
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 24 აპრილს 17:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214 აუდიტორიაში;
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 25 აპრილს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, E207 აუდიტორიაში; (მის: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5);
  • ჯგუფური კონსულტაცია ფონდში: 27 აპრილი, 11:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში;
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია პროექტის წარდგენის ტექნიკურის საკითხების შესახებ 1 მაისს 12:00 საათზე DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში;
  • დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე.
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი;
  • პროექტის წარდგენა სარეკომენდაციო წერილთან ერთად DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში ორ ეგზემპლიარად არაუგვიანეს 8 მაისი;
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 მაისი 16:00 სთ-ის ჩათვლით.

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

 

ნინო ბიწაძე, ელ. ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge

ნინო გაჩეჩილაძე, ელ. ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge