შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 19 თებერვალს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ   და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.

მემორანდუმის მიზანი განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის სფეროების ინოვაციურ-შემოქმედებითი პროცესების  ხელშეწყობაა.

დოკუმენტის  თანახმად, მხარეები თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. დაინტერესებულ პირთათვის პერიოდულად ჩატარდება ფორუმები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, საჯარო-სალექციო კურსები, ტრენინგები და მასტერკლასები.

ღონისძიებას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.