შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სამეცნიერო-პოპულარული ფილმის - „არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი‘‘ პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, „სამეცნიერო-პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსის“ გამარჯვებული პროექტია.
პრეზენტაციაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ისტორიის კვლევა-ძიებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ფონდის პრიორიტეტია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფილმის რეჟისორმა, ისტორიკოსმა თომა ჩაგელიშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.
დოკუმენტური ფილმის „კოლხებისა და „ოქროს საწმისის“ ნამდვილი ამბავი“ მიზნად ისახავს ძველი კოლხეთის ისტორიისა და კულტურის, არგონავტების მითის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. ფილმი ადასტურებს, რომ საქართველოში მეცნიერება ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყო მოწოდების სიმაღლეზე და უცხოელები იმ გასაიდუმლოებული ცოდნით იყვნენ დაინტერესებული.
შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფილმის ჩვენება სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
დოკუმენტური ფილმის „არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი" პროდიუსერია ვიქტორია ქავჟარაძე, დამდგმელი ოპერატორი - კახაბერ მშვიდობაძე.