შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ერეკლე ასტახიშვილს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  უმასპინძლა

 

შეხვედრაზე ერეკლე ასტახიშვილმა იაპონიის ელჩს ფონდის მიერ განხორციელებული მეცნიერების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით იაპონიის მხარესთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა ქართული სამეცნიერო სივრცის ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა.
მხარეებმა განიხილეს რუსთაველის ფონდის იაპონიის სამეცნიერო ცენტრებთან, აგრეთვე ფონდებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი  შეეხო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ორი ქვეყნის მკვლევრებს შორის ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებს.