შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა საქართველოში იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ' ანტუონოს უმასპინძლა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო
დ' ანტუონოს უმასპინძლა.
შეხვედრის მონაწილეებმა მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა იტალიის ელჩს ფონდის საქმიანობა გააცნო და იტალიელი და ქართველი მკვლევრების სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში მეცნიერთა შორის პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.