შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა Rustaveli-DAAD
კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:
ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში;
ბ) სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებითა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში;
გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 2-დან 6 თვემდე;
ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა - 3 თვე;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა - 6 თვე.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისაგან:
- DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტები;
- ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS შესავსები და ფონდის კანცელარიაში წარსადგენი დოკუმენტები.
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2, ნიმუში) - ქართულ ენაზე, ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს;
- კვლევითი პროექტი - (დანართი №3) – ქართულ ენაზე, იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
- პროექტის ბიუჯეტი (დანართი №4, ნიმუში) - ქართულ ენაზე ივსება GMUS-ში;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №5, ნიმუში) - ქართულ ენაზე, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ;
- საკონსულტაციო პრეზენტაცია
- ხშირად დასმული კითხვები
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- ფონდის მიერ DAAD-თან შეთანხმებით ერთობლივი კონკურსის გამოცხადება;
- პროექტების რეგისტრაცია
- DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე - 2026 წლის 31 მარტიდან - 2026 წლის 15 აპრილის 23:00 საათამდე;
- GMUS-ში - 2026 წლის 31 მარტიდან - 2026 წლის 15 აპრილის 17:00 საათამდე;
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების (დანართი 5) წარდგენა - 2026 წლის 15 აპრილის 17:00 საათამდე;
- კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება - 2026 წლის აპრილი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2026 წლის აპრილი - მაისი;
- ფონდისა და DAAD-ის მიერ გამარჯვებული პროექტების გამოვლენა - 2026 წლის მაისი;
- საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება - 2026 წლის მაისი - ივნისი;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის ბრძანება N62/ნ
- ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 31 მარტის №382458 ბრძანება
საინფორმაციო შეხვედრების ონლაინ ლინკები:
2 აპრილი, 2026, 16:00სთ -
3 აპრილი, 2026, 16:00სთ -
https://teams.microsoft.com/meet/43101671068251?p=ba99NnhZEyVnM85b0p
7 აპრილი, 2026, 16:00სთ -
8 აპრილი, 2026, 16:00სთ -
https://teams.microsoft.com/meet/4604390625470?p=mDumxeCPPWhVS4Q2SG
14 აპრილი, 2026, 14:00სთ -
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:
DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:
ნინო ანთაძე
ელ-ფოსტა: antadze@daad.de
ინგა კაზარიანი:
ელ-ფოსტა: kazarian@daad.de
ტელ.: 2 920 926
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი:
მარიამ ბეციაშვილი
ტელ.: 2 200 220 (4301)
ნათია პაპავა
ტელ.: 2 200 220 (4406)
ელ-ფოსტა: daad@rustaveli.org.ge
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!