შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი მეცნიერების სფეროში“.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან  შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი,  ფონდის წარმომადგენლები,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზაზა მარუაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სალომე ხაჩიაური-სოლტაუ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები : ტომერ საიმონი - Microsoft Israel R&D ცენტრის მთავარი მეცნიერი, შარმისტა აპპაია -  გლობალური ლიდერი, ციფრულ მონაცემთა ინფრასტრუქტურა, იულია კოჯაკარუ   - კერძო სექტორის განვითარების უფროსი სპეციალისტი, ზოჰარ იანოვიჩი  - ეკონომისტი და იოჰან ბერგმანი -  კერძო სექტორის სპეციალისტი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს მეცნიერების განვითარების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.