შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში გასაკუთრებული მიღწევებისათვის 2021 წლის კონკურსის შედეგები

„სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 2021 წლის კონკურსის ფარგლებში ვადების დაცვით დარეგისტრირდა 27 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 5 საკონკურსო განაცხადი;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები - 2 საკონკურსო განაცხადი;
  3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებანი - 4 საკონკურსო განაცხადი;
  4. აგრარული მეცნიერებანი - 1 საკონკურსო განაცხადი;
  5. სოციალური მეცნიერებანი - 10 საკონკურსო განაცხადი;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 1 საკონკურსო განაცხადი;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებანი - 4 საკონკურსო განაცხადი.

საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 27 ივლისის N107 ბრძანებით დამტკიცეული კონკურსის წესის მე-10 მუხლით დადგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა მეცნიერი.

ფონდის გენერალური დირექტორის № 126  ბრძანება  გამარჯვებული კანდიდატების დამტკიცების შესახებ.

საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადები.