შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის პარტნიორობასთან „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება“ აცხადებს კონკურსს

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ევროკავშირის პარტნიორობასთან  „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარება“ ერთად  აცხადებს კონკურსს

ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები მდგრადი საზღვაო ეკოსისტემის, ბიზნესისა და საზოგადოებისთვის  ლურჯი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად“.

შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით:

  • ოკეანის ციფრული ორეული ქვეაუზის მასშტაბით;
  • ლურჯი ეკონომიკის სექტორების გარდაქმნა და თანაარსებობისა და საზღვაო მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურების განვითარება;
  • კლიმატისთვის გონივრული დაგეგმვა და ზღვის გამოყენების მართვა რეგიონულ დონეზე;
  • ლურჯი ბიორესურსები; თევზჭერა და აკვაკულტურა და ახალი ბიო პროდუქტები;
  • მდგრადი სანაპირო თემები და ბიზნესები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად.

კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდსა და პარტნიორობაში განაცხადი შეაქვს საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი ორგანიზაციის სახელით პროექტის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე:

  1. პროექტის ხანგრძლივობა 36 თვე (3 წელი).

 

 

კონკურსის ეტაპები და ადმინისტრირების გრაფიკი

 

ეტაპი 1: წინასწარი განაცხადის წარდგენა, ტენიკური ექსპერტიზა, შეფასება და შერჩევა

2025 წლის 15 სექტემბერი

კონკურსის ოფიციალური გამოცხადება

2025 წლის 29 სექტემბერი

საერთაშორისო ვებინარი აპლიკანტებისთვის

2025 წლის 17 ნოემბერი, 15:00 (CET)

წინასწარი საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა

2025 წლის 18 ნოემბრიდან 2026 წლის მარტის შუა პერიოდამდე

ტექნიკური ექსპერტიზა, საერთაშორისო შემფასებელი კომიტეტის  მიერ პროექტების შეფასება, საერთაშორისო მმართველი კომიტეტის  მიერ პროექტების შერჩევა

2026 წლის მარტის შუა პერიოდი

წინასწარი საპროექტო წინადადების ტექნიკური ექსპერტიზისა და შედეგების გაცნობა პროექტის კოორდინატორებთან.  მიწვევა სრული საპროექტო წინადადებების წარსადგენად.

2026 წლის მარტის შუა პერიოდიდან აპრილის დასაწყისამდე

გასაჩივრების  პროცედურის პერიოდი

2026 წლის აპრილის დასაწყისიდან აპრილის შუა პერიოდამდე

გასაჩივრების მოთხოვნების შეფასება და გადაწყვეტილებების გაცნობა აპლიკანტებისთვის

ეტაპი 2: სრული საპროექტო წინადადებების წარდგენა, ტექნიკური ექსპერტიზა, შეფასება და შერჩევა
2026 წლის 17 ივნისი, 15:00 (CET)

2026 წლის 17 ივნისი, 15:00 (CET)

სრული საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა

2026 წლის 18 ივნისიდან 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე

ტექნიკური ექსპერტიზა,  შეფასება საერთაშორისო  შემფასებელი კომიტეტის  მიერ, საერთაშორისო მმართველი კომიტეტის  მიერ შერჩევა

ოქტომბრის ბოლო

სრული  საპროექტო წინადადების შესაბამისობის შემოწმებისა და შეფასების შედეგების გაცნობა  პროექტის კოორდინატორებთან

2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან ნოემბრის შუა პერიოდამდე

 

გასაჩივრების (redress) პროცედურის პერიოდი

2026 წლის ნოემბრის შუა პერიოდიდან ნოემბრის ბოლომდე –

 

გასაჩივრების მოთხოვნების შეფასება და გადაწყვეტილებების გაცნობა აპლიკანტებისთვის

გამარჯვებული პროეტების დაფინანსება

2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის ივნისამდე

პროექტის დასაწყისი

2029 წლის დეკემბრიდან / 2030 წლის იანვრიდან 2030 წლის ივნისამდე

პროექტის დასასრული (36 თვე)

 

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მდგრადი ლურჯი განვითარების პარტნიორობის ვებ გვერდზე:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების მართვის ერთიანი სისტემა გაიხსნება უახლოეს მომავალში.