SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატების დაჯილდოვება
15 ივნისს, გოეთეს ინსტიტუტში გამართულ საზეიმო მიღებაზე, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ულრიხ გროტუსმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი ხიშტოვანმა SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატებს სოგელები გადასცეს.
დაჯილდოვდნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატები. პროგრამა წელს პირველად გამოცხადდა, გერმანია საქართველოს წელს დაემთხვა და ქვეყნებს შორის სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.