SRNSFG-DAAD-ის შემაჯამებელი კონფერენცია
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 09:30–17:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის N115 აუდიტორიაში გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია „Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია”.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი საგრანტო პროგრამის 2017 წლის სტიპენდიანტები: დოქტორანტები და პოსტდოკები. პრეზენტაციები მოიცავდა საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.
გამარჯვებულებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ და DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა.