შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

SRNSFG-DAAD-ს შემაჯამებელი კონფერენცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 09:30 – 17:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის N115 აუდიტორიაში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „Rustaveli-DAAD-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია”. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგებიან “Rustaveli-DAAD”-ს ერთობლივი საგრანტო პროგრამის 2017 წლის სტიპენდიანტები: დოქტორანტები და პოსტდოკები. პრეზენტაციები განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევრებისთვის.

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დღის განრიგი.