შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის აპრილში. იხ. კონკურსის განახლებული დებულება  (მთავრობის დადგენილება N 84 , დადგენილების ცვლელება N 148 29.03.2016).

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასა­ფი­ნან­სებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კო­მერ­ციული სარ­გებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოად­გენ­დეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;

ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;

ა.ე) დედამიწისა და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;

ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:

ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;

ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;

ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;

ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;

ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;

ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;

ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები;

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;

გ.ბ) კლინიკური მედიცინა

გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

გ.ე) მედიცინის სხვა დარგები;

დ) აგრარული მეცნიერებები:

დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;

დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;

დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები:

ე.ა) ფსიქოლოგია;

ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;

ე.გ) განათლების მეცნიერებანი;

ე.დ) სოციოლოგია;

ე.ე) სამართალი;

ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;

ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

ე.თ) მედია და კომუნიკაცია;

ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;

ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;

ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით

 გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;

  • ძირითადი პერსონალის სახით – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  • დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;

პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე;

პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი - ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე;

ფუნდამენტური კვლევებისათვის გრანტების კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები:

  1. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში (FR, AR, DI) გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტი პროექტში.
  1. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში (FR, AR, DI) გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს.
  1. დაუშვებელია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა პირველ და მეორე პუნქტთან.

განმარტება კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით:

  • განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი.
  • განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ორზე მეტ პროექტში.
  • განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობისა და ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფონდის ერთ მიმდინარე გრანტში ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI), ან არის აღნიშნულ სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მაგრამ გრანტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მაგ. თუ ფონდის მიმდინარე გრანტი სრულდება და დაიხურება 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მეცნიერი ახალ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
  • განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის ჩართული ძირითადი პერსონალის სტატუსით ფონდის ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI) ერთზე მეტ მიმდინარე გრანტში.
  • მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ორ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის.
  • მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ორ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ერთ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის.

კონკურსში ფარგლებში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).

ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება
  3. პროექტის რეზიუმე
  4. პროექტის ბიუჯეტი
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. ძირითადი პერსონალისა და უცხოელი პარტნიორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები.
  7. ინფორმაცია / რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ
  8. წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე.

ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს:

  1. წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  2. წამყვანი ორგანიზაციის წესდება
  3. თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  4. თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება
  5. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  6. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები  

პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.

იხ. პროექტების შეფასების კრიტერიუმები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (წინასწარი ფორმები):

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება
  3. პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები
  4. პროექტის ბიუჯეტი
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი (ინგლისურად მაქს. 250 სიტყვა, ქართულად მაქს. 350 სიტყვა)
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა)
  8. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  9. ინფორმაცია / რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის შესახებ
  10. პროექტის კონსულტანტის თანხმობის წერილი
  11. წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  12. თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  13. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:

  • კონკურსის ანონსი: 5 აპრილი
  • კონკურსის გამოცხადება: აპრილი
  • ჯგუფური კონსულტაციები: აპრილი, მაისი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე)
  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: მაისი
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი
  • პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო.
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.

კონკურსის კოორდინატორები:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები (საპროექტო წინადადება, ბიუჯეტი, გეგმა-გრაფიკი, CV-ის ფორმა, პროექტის რეზიუმე, წინა სამეცნიერო გრანტის რეზიუმე) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას აპრილში.

ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.