სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს მაგისტრანტთა სასწავლო- კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსებისკონკურსის გამოცხადებას
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის აპრილში (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N130/ნ ბრძანება).
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი.
- კონკურსის მონაწილე მაგისტრანტს უნდა ჰყავდეს სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, რომელიც აკადემიურ კონსულტაციას გაუწევს მაგისტრანტს პროექტის მიმდინარეობისას. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს პროექტის საკითხის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე.
კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:
- კონკურსის ანონსი: იანვარი
- კონკურსის გამოცხადება: აპრილი
- ჯგუფური კონსულტაციები: მაისი/ოქტომბერი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე)
- კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: ნოემბერი
- პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ნოემბერი
- პროექტების შეფასება: ნოემბერი
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: დეკემბერი.
კონკურსის კოორდინატორები:
გიგა აბულაძე abuladze@rustaveli.org.ge
მაკა ქაჯაია kajaia@rustaveli.org.ge
კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.