სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა.
2015 წლის კონკურსის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 17 საპროექტო განაცხადი: 16 ერთობლივი კვლევითი პროექტი და 1 ერთობლივი სემინარის პროექტი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს.
საქართველოსა და იტალიაში დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ, ერთობლივად გამოვლინდა 6 გამარჯვებული საპროექტო განაცხადი: 5 ერთობლივი კვლევითი პროექტი და 1 ერთობლივი სემინარის პროექტი.
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები