შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ამა წლის 13 ნოემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა ფონდსა  და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის თანახმად, სს ,,თიბისი ბანკი“ თანხმობას აცხადებს მხარი დაუჭიროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს. სს ,,თიბისი ბანკი“ კონკურსის  ოფიციალური პარტნიორია 2016 წლიდან.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იმედოვნებს , რომ სს "თიბისი" ბანკის მგავსად, 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს გამოუჩნდება სხვა სპონსორებიც, რომლებიც წაახალისებენ მოსწავლე გამომგონებლებს.