სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის - კონკურსის საბოლოო შედეგები
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის - მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის - კონკურსის ფარგლებში შეფასდა 49 საკონკურსო განაცხადი.
საკონკურსო კომისიამ შემოსული განაცხადები შეაფასა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 11 აგვისტოს N117 ბრძანებით დამტკიცეული კონკურსის წესის მე-10 მუხლით დადგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და კონკურსის პირობების მიხედვით განსაზღვრული 7 სამეცნიერო მიმართულებისათვის გამოავლინა გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 10 ოქტომბრის N156 ბრძანება გამარჯვებული კანდიდატების დამტკიცების შესახებ.
საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების რანჟირებული სია.
საკონკურსო განაცხადების შეფასებების ხილვა გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში.
გისურვებთ წარმატებებს!