შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის - საბოლოო შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის - მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის - კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 53 საკონკურსო განაცხადი.
 
კონკურსზე წარმოდგენილმა განაცხადებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 51 საკონკურსო განაცხადი.
წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შეფასდა ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 23 ივლისის №965028 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის წესისა და პირობების მე-10 მუხლით დადგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 5 ნოემბრის №1607810 ბრძანება გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების დამტკიცების შესახებ. 
აპლიკანტებს საკუთარი საკონკურსო განაცხადების შეფასებების ნახვა შეეძლებათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) 2026 წლის 12 ნოემბრიდან.
გისურვებთ წარმატებებს!