სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები.
გამარჯვებული პროექტის ავტორებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 16 ივნისისა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (მ. ალექსიძის #2 შესახვევი2) უნდა გააფორმონ საგრანტო ხელშეკრულება. (გამარჯვებული პროექტის ავტორებს, ფონდი დაუკავშირდება საგრანტო ხელშეკრულების გამზადების შემდგომ)